მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი რიჟვაძეს: გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის აგვისტოს ომს ლაჩრულად წაგებული უწოდა. 

გამოქვეყნებულ პოსტში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის დატოვებაზე უარი რომ არ ეთქვა, ისევე, როგორც ეს ზელენსკიმ გააკეთა 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე," ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა". 

"გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი. 2008 წლის აგვისტოში მე უარი რომ არ მეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა. სწორედ ამიტომ არსებობს ის ბათუმი, სადაც ახლა "ხელისუფლება” ჩეჩენ ბანდიტებს და რუს ოფიცრებს მასპინძლობს და მათ დაკრულზე ცეკვავს. ბრავო ელგუჯა ბაგრატიონს და გიორგი კირთაძეს! მაგრად მოსვეს ეს რუსის მონები ადგილზე.

მათ ასევე ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენს "სამარცხვინო მარცხზე“. უკრაინას მაინც უნდა ეჩვენებინა თუ რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში. რუსეთმა ვერცერთი თავისი სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულა და ეს ვერ უპატიებია დღემდე ჩემთვის პუტინს. სწორედ ეს არის ჩვენი გმირების დამსახურება. დღეს კიდევ ესენი რუს ოფიცრებთან ერთად ჩემს აშენებულ “რედისონში” სხედან და ჩვენს გმირებს დასცინიან, მე კი ტყვეობაში ვრჩები".- წერს სააკაშვილი. 

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე  მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს ლაჩრულად წაგებული უწოდა.

მისი თქმით, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ "ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს".  რიჟვაძის ამ განცხადებას უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.  მოგვიანებით კი რიჟვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯარისკაცები გმირები იყვნენ და ლაჩარი ბელადი სააკაშვილია.

კომენტარები