როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დიახ, აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს ასეთი განცხადებებით, მაგრამ განცხადებას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩვენ ეს რეზოლუციაზე ვთქვით. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, მსოფლიოში ძალიან ცნობილი ბანკი კრედიტ სუისი, როგორ გახდა მეასე ხარისხოვანი თავის რეპუტაციანად, როგორ გაიყიდა შემდეგ კაპიკებში იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ და მისი კუთვნილი 2 მილიარდი არ მიეცათ, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოიგო უამრავჯერ ყველა დეტალთან დაკავშირებით ამ ადამიანმა. ხშირად ვამბობთ, რომ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია. საკუთარი თავი რომ გადადო წლების წინ ამ ქვეყნისთვის, ამ ადამიანს ფულით რომ ვერ დააშანტაჟებ, ეს მე მგონი ადვილი გასააზრებელი იყო და ვერ გაიაზრეს.
ქართული ოცნება
მდინარაძე ივანიშვილზე: ვერ გაიცნეს და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია
tbl.ge/6epk
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




