რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ინფორმაციით, ყირიმზე 9 დრონით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ინფორმაციით, 15 ივნისის ღამის და დილის საათებში ყირიმზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ყირიმის მარიონეტული ხელისუფლების ხელმძღვანელი, სერგეი აკსიონოვი Telegram-ზე წერს.

"დღეს ღამე და დილით, ყირიმის რესპუბლიკის თავზე დაფიქსირდა ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი: ექვსი მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო სამი ელექტრონულმა საომარმა დანადგარებმა დასვეს. ერთი უპილოტო საფრენი აფეთქდა კრასნოგვარდიის რეგიონის სოფელ დოკუჩაევში. მსხვერპლი არ არის, მხოლოდ რამდენიმე სახლებში დაიმსხვრა შუშები". – წერს აკსიონოვი.

 

კომენტარები