საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: რასა იუკნევიჩიენე, თუ რა გვარია, არ ვიცი, ბევრს არაფერს წყვეტს ევროკავშირში

დეოლიგარქიზაციაზე როცა არის საუბარი, ჩვენ ასევე გვჭირდება კონკრეტიკა. დღეს არის ცოტა ბუნდოვანი ჩანაწერი 12 პუნქტში და ამით ახერხებენ სპეკულირებას, მაგალითად, კონკრეტული ევროპარლამენტარები – რომ საუბარია ბიძინა ივანიშვილზე და ათასი სპეკულაცია მოვისმინეთ. კონკრეტულად ახლა რასა იუკნევიჩიენე, თუ რა გვარია, არ ვიცი, ბევრს არაფერს არ წყვეტს რეალურად არც ევროკავშირში, მაგრამ სპეკულირების შანსი მიეცა ამ ქალსაც.

[...] თუ თემად რჩება დეოლიგარქიზაცია, ამ შემთხვევაში ვიღაცამ სამართლებრივად უნდა დაადგინოს, ვინ არის ოლიგარქი და ასევე სამართლებრივად უნდა იყოს განსაზღვრილი ზომები ოლიგარქების მიმართ. სამართლებრივად უნდა დადგინდეს, რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი. როცა რასა, კუბილიუსი ან რომელიღაც სხვა ოდიოზური ევროპარლამენტარი საუბრობს ბიძინა ივანიშვილზე, ასე კი აღარ იქნება, მტკიცებულებები უნდა იყოს სამართლებრივად გამყარებული, თუ ვინ არის ოლიგარქი.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები