ავსტრალია

ავსტრალიაში ქორწილიდან მომავალი ავტობუსის გადაბრუნებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიაში ქორწილიდან მომავალი ავტობუსის გადაბრუნებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

11 ივნისს მგზავრები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათი ავტობუსი გადაბრუნდა. პოლიციის თქმით, დაღუპულების იდენტიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ახალდაქორწინებულები ავტობუსში არ იმყოფებოდნენ.

ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:30 საათზე მოხდა, როდესაც პოლიციის ცნობით, ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი იყო. ავტობუსი გზატკეცილზე შემობრუნებისას გადატრიალდა. 

უბედურ შემთხვევას ავსტრალიის პრემიერმინისტრი, ენტონი ალბანესი გამოეხმაურა და თქვა, რომ "მხიარული დღე ასეთ მშვენიერ ადგილას, რომელიც სიცოცხლის ასეთი საშინელი დანაკარგით სრულდება - ძალიან სასტიკი, სევდიანი და უსამართლოა".

კომენტარები