UNESCO

აშშ-მა UNESCO-ში დაბრუნება და ვალის გადახდა გადაწყვიტა

გაეროს კულტურული და სამეცნიერო სააგენტოს, UNESCO-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, სააგენტოს კვლავ შეუერთდეს და 600 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება გადაიხადოს. 

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ორგანიზაციაში დაბრუნების გადაწყვეტილება განაპირობა შეშფოთებამ, რომ UNESCO-ში პოლიტიკის შემუშავების პროცესებში აშშ-ს ადგილს ჩინეთი იკავებს, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის სტანდარტების დაწესების თვალსაზრისით.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა UNESCO-ს დაფინანსება მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მან 2011 წელს UNESCO-მ პალესტინა წევრ ქვეყნად მიიღო, ხოლო 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ორგანიზაციიდან სრულიად გასვლა გადაწყვიტა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში, რიჩარდ ვერმამ გასულ კვირას UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულეის ორგანიზაციაში ხელახლა გაწევრიანების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა.

კომენტარები