რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ ყირიმში სარკინიგზო ლიანდაგზე აფეთქება მოხდა

росСМИ

დროებით ოკუპირებულ ყირიმში სარკინიგზო ლიანდაგზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიასა და Telegram არხებზე ვრცელდება

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება 11 ივნისს, შუადღის 4 საათზე მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მატარებლის მემანქანემ ასაფეთქებელი მოწყობილობა შეამჩნია და საავარიო მუხრუჭი გამოიყენა. აფეთქების ტალღისგან მემანქანის მინა ჩაიმსხვრა, თუმცა, თავად მძღოლი არ დაშავებულა. დაზიანდა რკინიგზის ლიანდაგებიც. 

აფეთქება ყირიმის კიროვის რაიონში მოხდა. როგორც ირკვევა, ტერიტორიაზე მატარებლის მოძრაობა დროებით შეზღუდულია და მგზავრებს სპეციალური ავტობუსები გადაიყვანენ. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. 

მანამდე, 18 მაისს დროებით ოკუპირებული ყირიმის სიმფეროპოლის რაიონში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. შედეგად, მარცვლეულით სავსე 5 ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა. Mash-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სიმფეროპოლის მახლობლად, სოფელ ჩისტენკოიესთან სარკინიგზო ლიანდაგის ქვეშ იყო დამონტაჟებული. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები