ამაზონის ჯუნგლები

4 მცირეწლოვანი ბავშვი ამაზონის ჯუნგლებში 40 დღიანი ძებნის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

კოლუმბიის პრეზიდენტის გუსტავო პეტროს თქმით, ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ამაზონის ჯუნგლებში 40 დღიანი ძებნის შემდეგ ცოცხალი იპოვეს.

"ისინი ძირძველ ოჯახში ნასწავლმა ჯუნგლებში ცხოვრებამ გადაარჩინა" - უთხრა პეტრომ ჟურნალისტებს

მცირეწლოვანი ბავშვები თვითმფრინავის ავარიის შემდეგ დაიკარგნენ, რომელსაც მათი დედა ემსხვერპლა.

პრეზიდენტის თქმით, ბავშვები პოვნისას ერთად იყვნენ და დასძინა, რომ მათ აჩვენეს "ერთად გადარჩენის მაგალითი, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება".

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხვალ მათ სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალებენ." - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

პეტროს თქმით, ბავშვები სუსტები იყვნენ, სჭირდებოდათ საკვები და ექიმების მიერ ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება. 

კომენტარები