რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხერსონის დაბომბვა – ბორელი

REUTERS

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთს მოუწოდებს, ხერსონის ოლქში ცეცხლი დაუყონებლივ შეწყვიტოს. 

"ვრცელდება ცნობები ხერსონის დაბომბვის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ხერსონის რეგიონში, კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად დაზარალებული, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს მიუღებელი ქმედება. ეს იქნება ომის კიდევ ერთი დანაშაული. ყველა დამნაშავე პასუხს აგებს". – წერს ბორელი Twitter-ზე. 

6 ივნისს ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა.

კომენტარები