მკვლელობა

"მოკლა, შემდეგ კი გვამი ნაგვის ურნასთან დატოვა" – კაცს 20 წლით პატიმრობა შეეფარდა

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა.

"2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კომენტარები