რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ახლა სტიქიის ზონაში არ არის, ნიშნავს, რომ უუნაროა – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი
AFP

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე. 

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები და სპეცსამსახურები, დაბომბვის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ცდილობენ ხალხის გადარჩენას, მაგრამ საჭიროა ფართომასშტაბიანი ძალისხმევა.

ზელენსკის თქმით, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, დაუყოვნებლივ შეუერთდეს სამაშველო ოპერაციას და დაეხმაროს ხალხს ხერსონის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში. 

"ახლა თუ არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია სტიქიის ზონაში, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს და უუნაროა". – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ბევრმა მსოფლიო ლიდერმა, სახელმწიფოს მეთაურმა, მთავრობამ და მთავრობათაშორისმა ასოციაციამ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აშკარად დაგმო რუსული დანაშაული ეკოციდის შესახებ. 

კომენტარები