რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანდუ: რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დამიზნება ომის დანაშაულია

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ხერსონის ოლქში, კახოვკას ჰესის აფეთქებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედება ომის დანაშაულია.

"კატეგორიულად ვგმობ დღეს დილით კახოვკას ჰესის დანგრევას. რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დამიზნება ომის დანაშაულად ითვლება.

პრეზიდენტო ზელენსკი, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ წყალდიდობასთან გამკლავებაში და მხარი დაგიჭირთო ზიანის შემცირებაში" - წერს სანდუ Twitter-ზე.

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს.

არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები