უკრაინა

კირილო ბუდანოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ყალბია – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

კირილ ბუდანოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის დაღუპვის შესახებ რუსები ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ. 

ამავე ინფორმაციით, რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ კირილო ბუდანოვი სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა და მისი დაკრძალვისთვის ქვეყანა ემზადებოდა. 

"ინფორმაცია მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის "დაღუპვის" შესახებ არის მტრის მორიგი ინფორმაციული ნაგავი. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის სავარაუდო დაღუპვის შესახებ წარუმატებელი საინფორმაციო კამპანიის შემდეგ, რუსული პროპაგანდა კვლავ ცდილობს მოსახლეობაში პანიკა დათესოს მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელებით". – წერია უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის პრესსამსახურის განცხადებაში. 

კომენტარები