NATO

კალასი: NATO საფრთხეს უქმნის არა რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ რუსულ იმპერიალიზმს

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის თქმით, ესტონეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება იყო ქვეყნის თავისუფალი არჩევანი, ხოლო რუსეთის მტკიცება, რომ NATO-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას, არის გამოგონილი. ამის შესახებ კალასმა სინგაპურში, უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა.

"NATO-ში გაწევრიანება იყო ესტონელი ხალხის თავისუფალი ნება, რომელიც ჩვენ არ გვაიძულეს. აქ NATO-ს გაფართოების შესახებ მიდის მსჯელობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მისი წევრების ნებასთან - ეს არის ის, რის განსამარტადაც მე ვარ აქ." - თქვა პრემიერმინისტრმა სინგაპურში.

ამასთან, ესტონეთის პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთი არის უკანასკნელი კოლონიური ძალა, რომელიც ტერიტორიების კოლონიზებასა და იმპერიის გაფართოებას ცდილობს.

"NATO არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის, მხოლოდ რუსული იმპერიალიზმისთვის."- თქვა კალასმა.

კომენტარები