რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინული ქალაქის, მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში აფეთქება მოხდა რკინიგზაზე, რომელსაც რუსეთის მხარე პერსონალისა და სამხედრო ტვირთის გადაზიდვის მიზნით იყენებს.
"უკრაინის რკინიგზა ოკუპანტების წინააღმდეგ. რამდენიმე საათის წინ იაკიმივსკის რაიონის სოფელ დოლინსკესთან სარკინიგზო ლიანდაგებმა ხმამაღლა შეწყვიტეს მუშაობა. რუსები ჩვენს რკინიგზას წინა ხაზზე პერსონალისა და სამხედრო ტვირთის გადაზიდვის მიზნით იყენებენ. ერთით ნაკლები გზა რუსებს". - წერს ფედოროვი Telegram-ზე.