რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ვფიქრობ, შთამბეჭდავი იქნება" – პეტრეუსი უკრაინის კონტრშეტევაზე

Alex Wong/Getty

CIA-ის ყოფილი დირექტორი, გენერალი დევიდ პეტრეუსი Radio 4-სთან ინტერვიუში მოსალოდნელ კონტრშეტევისას უკრაინის შესაძლებლობებს აფასებს.

"ვფიქრობ, კონტრშეტევა ძალიან შთამბეჭდავი იქნება". - აღნიშნა პეტრეუსმა. 

მისივე თქმით, უკრაინულ ძალებს შეეძლებათ წარმატებით შეასრულონ შეიარაღების კომბინირებული ოპერაციები, სადაც სხვადასხვა ტიპის ჯარები იერიშს შეთანხმებულად მიიტანენ.

გარდა ამისა, პეტრეუსმა აღნიშნა, რომ უკრაინელები "საკმაოდ კატეგორიულები არიან, რომ გამარჯვება მათთვის ყველა ტერიტორიის განთავისუფლებას ნიშნავს".

მისი თქმით, ამ საკითხში ამერიკული მხარის ამოცანაა, უკრაინას მისცეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაარწმუნოს პუტინი, რომ ამ ომს მისთვის პერსპექტივა არ აქვს.

"არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ უფრო მკაცრი სანქციების და ექსპორტის კონტროლის გზით". - თქვა ამერიკელმა გენერალმა.

მან ასევე უარყო მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შესაძლოა შემცირდეს, თუ რესპუბლიკელი პრეზიდენტი ქვეყანას უხელმძღვანელებს. მისი თქმით, კონგრესში ორივე მხარე ერთსულოვანია უკრაინის მხარდაჭერაში.

კომენტარები