რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ: Abrams-ები და F-16-ები უკრაინის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, კონტრშეტევისთვის მზად არაა

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, მარკ მილი
AP Photo/Susan Walsh

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, მარკ მილის თქმით, უკრაინელი სამხედროების წვრთნა Abrams-ის ტანკების სამართავად დაიწყო, თუმცა, აშშ სწავლების დასრულებასა და იარაღის მიწოდებას კიევის კონტრშეტევის დაწყებამდე ვერ შეძლებს

მილის განმარტებით, სატანკო წვრთნები მაშინ დაიწყო, როდესაც აშშ-მა და მოკავშირეებმა უკრაინელი მფრინავების F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში წვრთნაზე დაიწყეს მოლაპარაკებები. მილის თქმით, ეს თვითმფრინავები უსაფრთხოების გეგმის ნაწილი მომავალი თავდასხმების შესაჩერებლად იქნება. 

"ყველა აღიარებს, რომ უკრაინას სჭირდება მოდერნიზებული საჰაერო ძალები. ეს საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს". - ამბობს მილი.

მილის ინფორმაციით, F-16 სასწავლო ჯგუფების მოცულობის, საფრენი ტაქტიკის ტიპებისა და სწავლების დეტალური გეგმა აშშ-მა დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებთან ერთად უკვე შეიმუშავა. დიდმა ბრიტანეთმა, ისევე, როგორც ნიდერლანდებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას ამერიკული წარმოების F-16-ებს გადასცემდნენ. აშშ-ს არ უთქვამს პირდაპირ, მიაწვდის თუ არა თვითმფრინავებს კიევს, თუმცა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი F-16-ების წვრთნებს, კოალიციის ფარგლებში, მხარს დაუჭერს.

დაახლოებით 200-მა უკრაინელმა სამხედრომ გასულ კვირას გერმანიაში 12-კვირიანი სასწავლო კურსი დაიწყო, სადაც ისინი მანევრირებას, სროლასა და მოწინავე ჯავშანტექნიკით კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებს სწავლობენ. დამატებით 200 უკრაინელი ტრენინგს ტანკების საწვავის და საწვავის სატვირთო მანქანების მოვლაზე გადის.

კომენტარები