ჩინეთი

სი ძინფინგი ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს: უარესისთვის მოემზადეთ

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი
Ludovic Marin/AFP/Getty Images

საფრთხედ აღქმული ნებისმიერი შიდა თუ გარე ძალის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების ფონზე, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ეროვნულ უსაფრთხოებაზე მომუშავე უმაღლეს ოფიციალურ პირებს მოუწოდა "უარესი სცენარისთვის" და "ქარიშხლიანი ზღვებისთვის" მოემზადონ.

"ეროვნული უსაფრთხოების ჩვენს წინაშე არსებული საკითხების კომპლექსურობა და სირთულე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ შედეგზე ორიენტირებული და უარესი სცენარისთვის შესაფერისი აზროვნება და მოვემზადოთ ძლიერ ქარსა და უხეშ ტალღებში, თუნდაც სახიფათო, ქარიშხლიან ზღვებში მნიშვნელოვანი გამოცდების ჩასაბარებლად". - თქვა სიმ კომუნისტური პარტიის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის შეხვედრაზე.

ჩინეთის პრეზიდენტის მკაცრი ინსტრუქციები პასუხია პეკინის მრავალ გამოწვევაზე - მის მიერ მტრულად აღქმული საერთაშორისო გარემოდან, შიდა ეკონომიკურ სირთულეებამდე.

სი ძინფინგმა შეხვედრის დამსწრეებს მოუწოდა დააჩქარონ ეროვნული უსაფრთხოების რისკების მონიტორინგის და ადრეული გაფრთხილების სისტემის შემუშავება, გააძლიერონ ეროვნული უსაფრთხოების სწავლება და გააუმჯობესონ მონაცემთა მართვა და ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოება. 

ათწლეულის წინ ძალაუფლებაში მოსულმა სიმ ეროვნული უსაფრთხოება მთავარ პარადიგმად აქცია და ჩინეთის მმართველობის ყველა ასპექტი მას დაუკავშირა.

კომენტარები