ქართული ოცნება

კობახიძე: ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები გამოაგორეს, ლორა თორნტონი საერთოდ არ გვახსოვდა

გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი... გამოაგორეს ძველი, ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები, ახალი აგენტები, გამოაგორეს სცენაზე… ლორა თორტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს. NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელია, საერთოდ არ ახსოვდა არავის და უცებ ესეც კი გამოაგორეს სცენაზე, ანუ ყველა, ვინც გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ყველა გამოიყვანეს სცენაზე და ყველას ალაპარაკეს სრული აბსურდი იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი

კომენტარები