ქართული ოცნება

მდინარაძე: პრეზიდენტის განცხადებები იმ ადამიანისას ჰგავს, შარზე როა და თავს იბრაზებს

სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს, როგორი ადამიანის პოზიციას, იცით? შარზე რომ არის ადამიანი და თავს რომ იბრაზებს, რაღაც რომ უნდა ამის შემდეგ. მოდით, დაველოდოთ, რა იქნება ის რაღაც, ალბათ გამოჩნდება, რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. იმდენად პროვოკაციულია დამოკიდებულება, რომ ჩვენ ამ პროვოკაციას, მგონი, არ უნდა წამოვეგოთ. ასეთია ეს დამოკიდებულება თავის რაღაცა გაბრაზებით, ხან რაღაც ზოგადი პოლიტიკური სარჩულით და მერე არასწორი, აბსოლუტურად არარელევანტური მესიჯებით, 26 მაისთან დაკავშირებით განსაკუთრებით. საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი იყო. შემდეგ პროტოკოლზე გაბრაზება. რას ემსახურება, შეიძლება, ეს მომავალმა გამოაჩინოს. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.

კომენტარები