ქართული ოცნება

კობახიძე: 26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება?!

26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ, მოგეხსენებათ, კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, მე არც შარშან დავსწრებივარ ამ ღონისძიებას, არც წელს დავსწრებივარ, ეს ყველამ იცოდა, და შესაბამისად, აბსოლუტურად ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ.

გარდა ამისა, მე მინდა ამ მაგალითზე ვაჩვენო, კიდევ ერთხელ, ნაცმოძრაობის სახე. რეალურად, სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის მათი წარსულიდან, 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს, ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი.

[...] სპეკულაციები არის ხელოვნური. რატომ? იმიტომ, რომ ცურვასთან და ვარჯიშთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ამ ღონისძიებას. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არიან კონსტიტუციური თანამდებობის პირები, შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს ცურვასთან და ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არდასწრებას ამ ღონისძიებაზე.

26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?! არა, რას ჰქვია, 26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება?! არა, აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო, რა შუაშია აქ ვარჯიში? იმას გეუბნებით, რომ სპეკულაციაა თავისთავად ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არაფერ კავშირში არ იყო ჩემი არმისვლა იმ ღონისძიებაზე, ისედაც არ ვესწრები ხოლმე ამ ღონისძიებებს. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ფაქტს, რომ 26 მაისს სპორტდარბაზში იყო.

კომენტარები