ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგებოდა და რასაკვირველია, მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე, რუსეთმა მიიღო, როგორც შეწყვეტის ასევე აღდგენის გადაწყვეტილება.
tbl.ge/6dwf
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებს, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი.
ამავე თემაზე
- 2008 წლის ომით დასავლეთმა სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა – მედვედევი
- მედვედევი: NATO ტარანად იყენებდა მარიონეტ საქართველოს, უკრაინას. ახლა მოლდოვას და სომხეთს
- პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
- "სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
- Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ




