არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება, რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს. ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, რასაც ვგულისხმობ, გავიხსენებ იმედზე გასულ ომის მოდელირებულ ქრონიკას. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როდესაც დღეს ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენები. ნუთუ, ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება. ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიორგი ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა.
tbl.ge/6dv0
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში - ტრამპი ყაველაშვილს
- "ყოვლისშემძლე ღმერთმა მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება" – პაპი ლეო XIV
- NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვზეიმობთ ქართველების თავისუფლებას, მედეგობას, ურყევ სულისკვეთებას
- ჩიქოვანი: გუნდის სიმტკიცით შევძლებთ, დავიცვათ მამული, ენა და სარწმუნოება
- შიო III: ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს




