დამოუკიდებლობის დღე

კობახიძე: FACEBOOK-ზე უყენიათ ჩარჩოები მხოლოდ EU-ს და უკრაინის დროშით – უსამშობლოები არიან

არიან ადამიანები საკმაოდ მრავლად ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, ნაციონალები, ფსევდოლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც, მაგალითად, უყენიათ Facebook-ზე ე.წ. ჩარჩო, რომელზეც არის გამოსახული მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები - არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება, ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. 

რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები? ამაზე გასცენ პასუხი ნაციონალებმა და ფსევდოლიბერალებმა, არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ 2022 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, წლევანდელისგან განსხვავებით, ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი. ფოტოს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ წელს თემა თავისუფლებაა, ამიტომ დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული სიმბოლიკაა გამოფენილი. 

კომენტარები