საქართველო-რუსეთი

საპატრიარქომ კირილის ანგელოზის დღეზე მეუფე ნიკოლოზი გაგზავნა

საქართველოს საპატრიარქომ კირილის ანგელოზის დღეზე მოსკოვში მეუფე ნიკოლოზი გაგზავნა. ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კირილის ანგელოზის დღეზე მოსკოვში წარმომადგენლობა მხოლოდ ოთხმა ეკლესიამ გაგზავნა – მიტროპოლიტი ნიფონი (ანტიოქიის საპატრიარქო), მეუფე ნიკოლოზი (საქართველოს საპატრიარქო), ეპისკოპოსი ანტონი (სერბეთის საპატრიარქო) და არქიმანდრიტი ვასიანე (ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია).

კომენტარები