რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: უკრაინელების წვრთნა Abrams-ის ტანკებზე რამდენიმე დღეში დაიწყება

პენტაგონის პრესმდივანის, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმის, პატ რაიდერის თქმით, აშშ უკრაინელების Abrams-ის ტანკებზე წვრთნას შემდეგ კვირაში დაიწუებს. ამის შესახებ რაიდერნმა ამერიკის ხმასთან (VOA) ისაუბრა.

ამასთან, ამერიკის ხმას ანონიმურად უთხრეს, რომ მიმდინარე კვირაში გერმანიაში წვრთნებისთვის 250 უკრაინელი ჩადის. 

ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, წვრთნა გერმანიაში დაახლოებით 10 კვირა გაგრძელდება და ფოკუსირებული იქნება ტანკების მართვაზე, ტანკების მანევრირებასა და ტანკების მოვლაზე.


პენტაგონი ავრცელებს ცნობას, რომ M1A1 Abrams-ის ტიპის 31 ტანკი, რომელიც აშშ-მ კიევისთვის გამოყო, უკვე გერმანიაშია და უკრაინელი სამხედროები მათზე წვრთნებს მალე დაიწყებენ. 

როგორც პატ რაიდერმა 15 მაისის ბრიფინგზე აღნიშნა, უკრაინელი სამხედროები გერმანიაში ვარჯიშებზე უახლოეს კვირებში გამოცხადდებიან.

"როგორც აქამდე განვიხილეთ, ეს ვრცელი საწვრთნელი პროგრამა უკრაინის ეკიპაჟებისთვისა და ტანკების ტექნიკური მომსახურების ჯგუფებისთვის მიზნად ისახავს მათ მომზადებას მომავალში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად, M-1 ტანკების ეფექტიანი მართვისთვის და უკრაინელი ხალხის დასაცავად". – თქვა პატ რაიდერმა. 

კომენტარები