რუსული ოკუპაცია

ბოკერია: აფხაზეთობის აღნიშვნისას მთავრობას საერთოდ არ უხსენებია რუსული ოკუპაციის საკითხი

აფხაზეთობის დღის აღნიშვნისას ჩვენს მთავრობას საერთოდ არ უხსენებია რუსული ოკუპაციის საკითხი, არათუ გენოციდის საკითხი, რომელიც საქართველოს და ქართველებს ჩაუტარა რუსეთმა 1990-იანი წლების დასაწყისში. არცერთი ეს საკითხი გაკვრითაც არ არის ნახსენები. მთავარი აქცენტია გაკეთებული დიალოგზე, როგორც თვითონ ამბობს, აფხაზ ძმებთან და ეს გზავნილი ზუსტად ერთი ერთში ჯდება იმ ნარატივში, რაც აქვს ჩვენს მტერს, პუტინის რუსეთს წლებია და რასაც საქართველო ეწინააღმდეგებოდა წარსულში და რასაც ნებისმიერი ნორმალური მთავრობა უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

აფხაზეთში მომხდარი ამბავი იყო არა ერთნიკური კონფლიქტი, არამედ ადგილზე არსებული გარკვეული სერიოზული პრობლემების სხვადასხვა თემებს შორის გამოყენება ჩვენი მტრის მიერ, რომელმაც დააორგანიზა სამხედრო ინტერვენცია, რუსული შეიარაღები ძალების და მათ მიერ შექმნილი კრიმინალური სტრუქტურების მიერ და ვინც მოაწყო გენოციდი საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში. როდესაც ჩვენი მთავრობა, დღესაც კი, დაგვიანებით, მაგრამ ძლივს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი სწორად შეიცვალა რუსეთის როლთან დაკავშირებით, ისევ იმეორებს იმ ნარატივს, რომელიც მტერმა მოგვახვია თავზე 1990-იან წლებში. ამას ჰქვია ეროვნული ინტერესების ღალატი.

როდესაც, სულ რამდენიმე დღის წინ, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის და მისი მოკავშირეების ინიციატივით აღიარა რუსეთის მოწყობილი გენოციდი უკრაინაში. ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყავდეს, ამ თემაზე უნდა აწარმოებდეს კამპანიას ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, რომ ყველას შეახსენოს, რა ხდებოდა პუტინამდეც კი, ვითომ დემოკრატი ელცინის ქვეშ საქართველოში და კიდევ ერთხელ მორალურად და პრაგმატულად წინ წაწიოს საქართველოს ინტერესები ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ, იმ დანაშაულებთან მიმართებაში, რომლებიც აფხაზეთში ჩაიდინეს რუსებმა. 

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფხაზეთობის დღესთან დაკავშირებით.  

28 მაისს, 20:00-ზე პარლამენტთან გაიმართება აქცია - გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი.

კომენტარები