საქართველო-რუსეთი

ბოკერია ღარიბაშვილზე: ეკონომიკურ არგუმენტს საბაბად იყენებენ, რომ მტერზე მიბმა გაამართლონ

ჩვენი ტრანზიტი გაიზარდა, იმიტომ, რომ ჩვენ დასავლეთს რუსეთის დაკეტვის შემთხვევაში განსაკუთრებით ვჭირდებით. ბევრად მეტად უნდა გვეხეირა ამ ტრანზიტით, თუმცა ჩვენი მთავრობის გამო, იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი დაბლოკეს, ახლა ვხეირობთ ზომიერად.

მთავარი უტიფარი მავნებლობა ამ გზავნილში მდგომარეობს იმაში, რომ როცა დასავლეთის დამოკიდებულება დაგვიანებით, თუმცა სწორად იცვლება რუსეთთან მიმართებით, ეს უნდა გამოიყენო იმის არგუმენტად, რომ საქართველო NATO-სა და ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, ამის ნაცვლად, ამას იყენებენ საბაბად, რომ გაამართლონ ჩვენი მიბმა ჩვენს მტერზე, იმისთვის, რომ მარტო დავრჩეთ რუსეთთან პირისპირ დასავლეთთან დაპირისპირებულები.

რა პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს პარტნიორებთან, მათ შორის, სწორიც, ეს უნდა გამოიყენო შენი ქვეყნის ინტერესებისთვის და ეს კაცი [ირაკლი ღარიბაშვილი] ბუდაპეშტში რომ იყო ჩასული, იქ უნდა ეთქვა ეგ პრეტენზია იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელიც NATO-ს გაფართოების წინააღმდეგია, მაგრამ ეს არ ქნა, ამის ნაცვლად, საქართველოში ლაპარაკობს ამაზე, რომ გააღრმავოს უიმედობა და ანტიდასავლური განწყობები.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გასამართლებლად პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ანგარიშს.

კომენტარები