რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება. ამის შესახებ მაკრონმა მონღოლეთში ისტორიული ვიზიტის დროს ისაუბრა. ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც მონღოლეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დაბრუნება უმთავრესი პრიორიტეტია, ომი კი საერთაშორისო სამართალს და ყველა ქვეყნის სტაბილურობას ემთხვევა.

გარდა ამისა, ემანუელ მაკრონმა მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სოფლის მეურნეობის საკითხები განიხილა.

"გადავწყვიტეთ ერთად ვიმუშავოთ ჩვენი ენერგეტიკული სუვერენიტეტის გასაძლიერებლად თქვენი ქვეყნისთვის კრიტიკული ლითონების მიწოდებით, რაც მოიცავს პროექტებს, რომლებიც ძლიერ გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე საუკეთესო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების დაცვით. ამ მხრივ ფრანგულ ატომური ენერგიის კომპანია Orano-სთან პარტნიორობა მთავარი სტრუქტურული ელემენტია. ჩვენ მივიღეთ საგზაო რუკა ენერგეტიკული გადასვლისა და თქვენი ეკონომიკის დეკარბონიზაციის შესახებ, რაც მოიცავს თანამშრომლობას განახლებადი ენერგიიის კუთხით, ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის ბირთვულ საკითხებში თანამშრომლობას". - თქვა მაკრონმა მონღოლეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები