ენმ

ყვარელში პროტესტის დროს ჩვენი წევრები დააკავეს – ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ყვარელში პროტესტის გამოხატვის დროს დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრები გაათავისუფლონ.

"ჩვენ გვსურს ისეთი განვითარებული, გაერთიანებული, ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი იქნება, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ადამიანის ღირსებისა და სოციალური უფლებების დაცვას გულისხმობს.

ყოველივე ზემოხსენებულს ძირს უთხრის რუსეთი და მისი იმპერიალისტური ზრახვები! ამ მიზნების განხორციელების საქმეში, ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად, აგერ უკვე 2 ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის საგარეო მინისტრი - სერგეი ლავროვია. ლავროვი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, დაკავებულია მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის შემზადებით, მათი სუვერენიტეტის შელახვით და დამოუკიდებელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის გატარებით."  - წერია განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თქმით, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, როგორც მორალური, ისე სამართლებრივი აბსურდი და ქვეყნის ღალატია.

კომენტარები