რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ყირიმში რკინიგზაზე აფეთქებამ შესაძლოა რუსეთის ფლოტის მომარაგება შეაფერხოს

Alexey Pavlishak/REUTERS

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რკინიგზაზე აფეთქებამ შესაძლოა შავი ზღვის ფლოტის მომარაგება, კერძოდ, რუსეთის ფლოტისთვის კალიბრის რაკეტების მიწოდება შეაფერხოს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინის ომზე ყოველდღურად განახლებად ანგარიშში წერს.

18 მაისს დილით დროებითი ოკუპირებული ყირიმის სიმფეროპოლის რაიონში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. შედეგად, მარცვლეულით სავსე 5 ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა. დაზვერვის ცნობით, რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება სწრაფად შეაკეთოს ხაზი, თუმცა, შემთხვევა, სავარაუდოდ შეაფერხებს რუსეთის ფლოტისთვის საქონლისა და იარაღის მიწოდებას. 

"ნებისმიერი ტიპის დივერსია ამ ზონაში კიდევ უფრო გაზრდის კრემლის შეშფოთებას იმაზე, იცავს თუ არა შესაბამისად ყირიმში სხვა ინსტრატრუქტურული ობიექტებს. ნახევარკუნძული რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვისთვის, ფსიქოლოგიური და ლოგისტიკური თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა". - წერია ანგარიშში. 

კომენტარები