ირანი-რუსეთი

რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სარკინიგზო ხელშეკრულება დადეს

Sputnik/Mikhail Klimentyev

17 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ირანის სარკინიგზო ხაზის გაყვანის დაფინანსებას ეხება. მოლაპარაკებები დისტანციურ რეჟიმში შედგა.

ეს არის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაკავშირების მცდელობა, რომელმაც ჩანაფიქრში სუეცის არხს უნდა გაუწიოს კონკურენცია. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალი ერთმანეთთან ინდოეთს, ირანს, რუსეთს, აზერბაიჯანსა და კიდევ სხვა ქვეყნებსაც დააკავშირებს. 

"ეჭვგარეშეა, ეს შეთანხმება  თეირანისა და მოსკოვის თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ნაბიჯია“. - ამბობს აღნიშნულთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტი. მისივე თქმით, რკინიგზა, რომელიც კასპიის ზღვის სანაპიროს 162 კმ მანძილზე გაუყვება, ინდოეთის ოკეანესა და ყურეში არსებული ირანის პორტების დახმარებით, რუსულ პორტებს ბალტიის ზღვასთან დაკავშირებას გაუმარტივებს. 

კომენტარები