ტეხასი

12 წლის ბიჭი და კაცი ტეხასში Sonic Drive-In-ის თანამშრომლის სასიკვდილოდ დაჭრის გამო დააკავეს

ფოტოს ავრცელებს ტეხასის პოლიციის დეპარტამენტი: ანჯელა გომესი, რომელიც 12 წლის ბიჭთან ერთად Sonic Drive-In-ის თანამშრომლის სასიკვდილოდ დაჭრისთვის დააკავეს
Keene Police Department via AP

ტეხასში პოლიციის ცნობით, Sonic Drive-In-ის თანამშრომლის სასიკვდილოდ დაჭრის გამო დაკავებულია 12 წლის ბიჭი და 20 წლის კაცი. 

პოლიციის ინფორმაციით, დალასიდან 64 კილომეტრის მოშორებით 32 წლის მეთიუ დევისი 20 წლის ანჯელ გომესთან შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა.

პოლიციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროს ბიჭი - რომლის იდენტობასაც უწყება არ ასახელებს, რესტორანში გომესთან ერთად იმყოფებოდა, მონაწილეობდა არეულობაში და მას შემდეგ, რაც გომესის მანქანაში იარაღს მისწვდა, რამდენიმეჯერ ესროლა დევისს.

Dallas Morning News-სთან პოლიციის უფროსმა ჯეიმს კიდმა აღნიშნა, რომ სროლაში ბიჭმა გამოიყენა AR ტიპის თოფი.

გომესი და ბიჭიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, მაგრამ გომესი მოგვიანებით დაბრუნდა და პოლიციამ ის დააკავა. ხოლო, 12 წლის ბიჭი ახლომდებარე ქალაქ რიო ვისტაში იპოვეს.

კომენტარები