ქართული ოცნება

კობახიძე: მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატულობა ესმით, ჩვენი ამის ნახევარიც არა!

მოლდოვა არის დაახლოებით ჩვენს მსგავს ვითარებაში და მოლდოვა არის დღემდე დსთ-ს წევრი ქვეყანა. მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ ის არასდროს გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. ფრენებიც არსებობს, უბრალოდ ვერ სრულდება. ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ მოლდოვას აქვს საზღვარი ევროკავშირთან და უკრაინასთან, თორემ არავის არ დაუხურავს ფრენები, არ მიუღია ეს გადაწყვეტილება და ყველას ესმის რატომ ფრთხილობს მოლდოვა. ანუ მოლდოვას რომ აქვს ფრთხილი პოლიტიკა, არავინ საყვედურობს. ყველა გაგებით ეკიდება. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ მოქმედი ხელისუფლება მოლდოვაში არის პრორუსული. თქვენ იცით საქართველოზე რასაც ლაპარაკობენ- ათას სისულელეს, ათას აბსურდს და ტყუილს. მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატულობა ესმით და ჩვენი ამის ნახევარიც არ ესმით, დსთ-ს, რუსეთის გაერთიანების და ქოლგის ქვეშ რჩება, აქ საზოგადოებამ უნდა იკითხოს ამის მიზეზი. მიზეზი ერთი რამ არის. არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოსგან აქვს სხვა რამის მოლოდინი. 

თქვა ქართული ოცნების  თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 

კომენტარები