რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმება თავიდან ბოლომდე იყო ანომალია, ანომალიაც არ იყო, ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება. ეს არის ის სახელი, რაც უნდა დაერქვას ღიად 19 აპრილის შეთანხმებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთქვით, ანულირების შემდეგ, რომ აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს, ანომალიაზე აღარასდროს აღარ წავალთ, რაც უფრო მეტად მიიღებ ანომალიას, მით უფრო მეტად მოგახვევენ თავს ახალ-ახალ ანომალიებს. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, ანომალიებზე ამ ქვეყანაში უნდა ითქვას უარი.
ქართული ოცნება
კობახიძე: მიშელის შეთანხმება იყო ანომალია - ღია და უხეში მცდელობა ხელისუფლების შესაცვლელად
tbl.ge/6dgj
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში 19 აპრილის შარლ მიშელის შუამავლობით დადებულ შეთანხმებაზე.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




