რუსეთი

დუმამ ევროპაში კონვენციური შეიარაღების შესახებ შეთანხმება დენონსირებულად გამოაცხადა

TASS

რუსეთში დუმამ ახალი კანონი მიიღო, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში ევროპაში კონვენციური შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმებას დატოვებს.

"ხელშეკრულებიდან საბოლოო გასვლა და მისი დენონსაცია სრულიად აკმაყოფილებს რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეროვნუ ინტერესებს". - თქვა სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა. 

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს პარლამენტში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა, რათა განეხილათ რუსეთის მიერ ევროპაში კონვენციური შეიარაღების ძალების შეთანხმების დენონსაცია.

შეთანხმება ევროპაში კონვენციური შეიარაღებული ძალების შესახებ 1990 წელს გაფორმდა და მას ხელი მოაწერე NATO-ს მაშინდელმა ქვეყნებმა და ვარშავის პაქტის ექვსმა წევრმა. თავდაპირველი მიზანი ორ ბლოკს შორის კონვენციური შემდეგ წლებში შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. ის რატიფიცირებული ჰქონდა მხოლოდ რუსეთს, უკრაინას, ბელარუსსა და ყაზახეთს. ვლადიმირ პუტინმა 2007 წელს გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა მანამ, სანამ NATO-ს ქვეყნები მის რატიფიკაციას არ მოახდენდნენ. უკვე 2015 წელს კი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმებას დაასრულებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურად რჩებოდნენ მონაწილე ქვეყნების სიაში. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთმა დაასრულა შეთანხმების სხდომებში მონაწილეობა. ამ დრომდე, რუსეთის ინტერესებს შეთანხმების კონსულტაციების ფარგლებში ბელარუსი იცავდა. ახლა კი საუბარია შეთანხმების აბსოლუტურ დენონსაციაზე. 

კომენტარები