სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ, რომ თავი დაანებოთ ქვეყნის დაზიანებას, სპეკულაციას და კაცობა დაიწყეთო, მაგრამ ჩვენ, შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ თქვენ რაიმე სახით სწორ გზას დაადგებით ან ქვეყნის დაზიანებას თავს დაანებებთ, ან პოლიტიკურ პარაზიტირებას თავს დაანებებთ. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია. დარწმუნებული ვარ, ჩემ შემდეგაც გამოლაგდებით და წიოკს გამართავთ, თემას არ უშვებთ, რომ ასეთი სპეკულაციები განავითაროთ. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ, დიახ, საქართველოს მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე, საქართველოს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე, როგორც წამყვან ევროპულ ქვეყნებშია ეს.
ბოლოს, მე მინდა გითხრათ - სტრასბურგის გადაწყვეტილებით ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს, იმ კამპანიისთვის, რომლის დროსაც, თქვენ ტალახს ესროდით და აზიანებდით ჩვენს ქვეყანას. თქვენ ის ხალხი ხართ და ეს იმ მსჯელობის გაგრძელებაა, რაც ქალბატონი სამადაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ თქვენი სურვილია საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დაუწესოთ სანქციები. ეს იმის გაგრძელებაა, რომ საქართველოში თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა და სააკაშვილს ვიღაცა კლავს. როდესაც პატიმრობა იყო სიკვდილთან გათანაბრებული და პატიმრობა უდრიდა ავტომატურად სიკვდილს, ეს სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან ჩამოშორების დროს ჩავაბარეთ წარსულს. ამიტომ, ნუ გერევათ რა დროში და რა სიტუაციაში ხართ. ეს არ აგერიოთ!
[...] სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რამე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ამ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ!