საქსტატი

იანვარ-აპრილში წინა წელთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე,  6 491 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9 პროცენტით მეტია. იფნორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

საქსტატის ცნობით, ექსპორტმა 1 960 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა- გაიზარდა 23.5 პროცენტით, ხოლო იმპორტმა 4 531 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა- გაიზარდა 21.2 პროცენტით . 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აპრილში 2 571 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.

კომენტარები