საყოველთაო არჩევნები თურქეთში

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

REUTERS/Umit Bektas

დღეს, 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტსა და 600 წევრიან პარლამენტს 5 წლის ვადით ირჩევენ,

საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა.

დასავლური მედიის ცნობით, დღევანდელმა არჩევნებმა, შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის 20 წლიანი მმართველობა დაასრულოს.

ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგე 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელიც ექვსი პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ ერდოღანის მთავარ კონკურენტად წარადგინა.

იმისათვის, რომ კანდიდატმა გაიმარჯვოს, ხმების 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთის საყოველთაო არჩევნების მე-2 ტური 28 მაისს ჩატარდება.


Politico წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის, რომელიც დაგეგმილზე ერთი თვით ადრე ჩატარდება.

ამის შესახებ ერდოღანმა გასულ თვეს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ფონზე ისაუბრა. თავის მიმართვაში ერდოღანმა თქვა, რომ მას სურდა, 14 მაისი "ხელსაყრელ რბოლად" გადაექცია, რომელიც 6 თებერვლის მიწისძვრების ნგრევის კვალს წაშლიდა. 


"რა თქვა კრემლის სპიკერმა? პესკოვმა თქვა, რომ ის [ქილიჩდაროღლუ] იტყუება, ახსნა-განმარტება და მტკიცებულება სჭირდება". - თქვა ერდოღანმა. მისი მტკიცებით, ქილიჩდაროღლუს სამხილი არ აღმოაჩნდა და მხოლოდ მოსმენილის საფუძველზე საუბრობდა, რაც მიუღებელია

ერდოღანის თქმით, რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ოპოზიციის კანდიდატი ინსტრუქციებს დასავლეთისგან, კერძოდ ამერიკისგან იღებს. 

"ვიცი, ბაიდენმა გასცა განკარგულება - ერდოღანი უნდა გადავაგდოთ! ჩემმა ხალხმაც იცის. ხვალ კი საარჩევნო ბიულეტენები ბაიდენსაც საკადრის პასუხს გასცემენ". - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

კომენტარები