საყოველთაო არჩევნები თურქეთში

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს – ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია

Adem ALTAN/AFP

ხმათა ნახევარზე მეტი უკვე დათვლილია. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AA-ს ინფრომაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 51.9%-ს ფლობს, ქემალ ქილიჩდაროღლუ კი 42,3%-ს. 

Anka-ს მონაცემებით კი ერდოღანი ხმების 47,4%-ს ფლობს, ხოლო ქილიჩდაროღლუს 46,8%-ს. ხმათა 44.5%-ია დათვლილი. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

დღეს თურქეთში 64 მილიონ რეგისტრირებულ ამომრჩეველს ორ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი - ვინ სურთ პრეზიდენტად მომდევნო 5 წლის განმავლობაში და, ასევე, გადააეწყვიტათ ვინ გააკონტროლებს პარლამენტს. პოლიტიკური პარტიებისთვის 600-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის ფლობა კანონების მისაღებად მნიშვნელოვანია. 

Politico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერისთვის 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ეს ყველაზე რთული არჩევნებია. ოპოზიციის მთავარი დაპირება პრეზიდენტის უფლებამოსილების უკან დაბრუნება და ქვეყნის ისევ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლაა. 

არჩევნებისას თურქეთის მთავარი პრობლემები

არჩევნებისას მთავარ გამოწვევად ეკონომიკური მდგომარეობა რჩება. დიდ ქალაქებში ქირა უკანასკნელ წელში სამჯერ გაიზარდა და 1998 წლიდან ინფლაცია ყველაზე მაღალია. ყველაზე მეტად იზრდება ელექტროენერგიის, საკვები პროდუქტისა და ტრანსპორტის ხარჯები. 

ამასთანავე, მილიონობით თურქს ჯერ კიდევ უწევს გაუმკლავდეს 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს. მიწისძვრას 11 ქალაქი ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობა მიწისძვრების შემდეგ სამაშველო ოპერაციის შეფერხების გამო გააკრიტიკეს - რისთვისაც პრეზიდენტმა ერდოღანმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

ამომრჩევლებისთვის კიდევ ერთ მთავარ პრობლემად სოციალურ მედიაში კრიტიკის შეზღუდვაა. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ერდოღანმა თანამდებობა დაიკავა, დაახლოებით 50 000 ადამიანს "პრეზიდენტის ცილისწამებისთვის" უჩივლეს.

მთავრობამ გაზარდა სახელმწიფო ხარჯები, დაპირებად გასცა მაღალი პენსიები, სტუდენტებისთვის დიდი სტიპენდიები, ელექტრო ენერგიის გადასახადების მხარდაჭერა და დაბალპროცენტიან იპოთეკებზე უფრო მეტ ხელმისაწვდომობა.

კომენტარები