უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირი მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვარდნისა და რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ ომთან მიდგომების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროკავშირი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.
"ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის თანამედროვე ფორმა ორი ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული - მშვიდობითა და კეთილდღეობით. თუკი მას [ევროკავშირს] ამ ორი საწყისი მისიის შესრულება არ შეუძლია, მაშინ რა მიზანს ემსახურება ევროკავშირი?" - აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის ანტიდასავლური რიტორიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ბრიუსელმა უნგრეთზე ფინანსური წნეხი გაზარდა. კორუფციისა და სამართალდარღვევების მაღალი მაჩვენებლის გამო ევროკავშირმა ქვეყანას $30 მლრდ ოდენობის დახმარება შეუჩერა.