ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ბოკერია: მართლმსაჯულების ბედი ჩინოვნიკის, ანუ მურუსიძის სინდისმა არ უნდა გადაწყვიტოს

"ეს [ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოება] არის ის რაც უნდა მომხდარიყო აქამდე და სამწუხაროდ არცერთ ეტაპზე არ მოხდა, წინა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილიც მე ვიყავი, დავაგვიანეთ ამის შემოტანა და ამ რეჟიმმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გააჩერა მისი გაფართოება, და როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება უმთავრესი რეფორმა, სხვა ასპექტებთან ერთად უნდა იყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ყველა სისხლის სამართლის საქმეზე გავრცელება რაზეც პატიმრობაა, პირველ ეტაპზე, პირველი 2 წლის განმავლობაში მინიმუმ.


ეს არის ის, რაც მოიტანს მოქალაქეების მონაწილეობასა და ნდობას სასამართლოს მიმართ, შეჯიბრებითობას და რეალურად დამოუკიდებელ სასამართლოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ბევრ საკითხზე დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს იმ პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო ჯგუფებს შორის, ვისაც ეს რწმენა აქვს, ან ვისაც არ აქვს მათთან დისკურსია. 


ჩვენ გვაქვს მიმდინარე საქმე ლაზარესი და თორნიკესი, რომელიც ამოირჩია სამიზნედ რეჟიმმა და დემაგოგიას ეწევიან პროპაგანდისტული ორგანოების მეშვეობით, რომ თუ კი დანაშაული აქვთ, რატომ აფარებს ოპოზიცია ხელს. ჩვენი გზავნილი არის მარტივი, თუ მათ სჯერათ ჩვენი მოქალაქეების, გააფართოონ კანონმდებლობა იმ მუხლებზე, რომლითაც ბრალი აქვთ წაყენებული ლაზარეს და თორნიკეს და ჩვენმა მოქალაქეებმა, ანუ როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა სინდისმა ერისა და არა ჩინოვნიკისა, ანუ მურუსიძისა გადაწყვიტოს მართლმსაჯულების ბედი ამ და ბევრ სხვა შემთხვევაში."

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე. 

კომენტარები