რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი პაპთან და იტალიელ ლიდერებთან შესახვედრად რომში ჩავიდა

Yves Herman/Pool via AP

იტალიური მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ფრანცისკესთან და იტალიელ ლიდერებთან შესახვედრად რომში ჩავიდა

საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს თანახმად, ზელენსკის აეროპორტში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონი ტაიანი დახვდა. 

ზელენსკი შეხვდება იტალიის პრემიერმინისტრს, ჯორჯია მელონის, რომელიც მხარსუჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. 

უსაფრთხოების დაცვის გამო ზელენსკის ზუსტი განრიგი საჯარო არაა. ვატიკანმა ზელენსკის პაპთან შეხვედრა დაადასტურა. 

იტალიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამცავი ზომების ფარგლებში, რომის ცა ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადდა.

კომენტარები