ენმ

ხაბეიშვილი მელიაზე: იმდენად ხელმოცარულები არიან, პარტიის შექმნა სურთ და ვერ აკეთებენ

ჩემი აზრით, გუშინდელი ეთერის შემდეგ მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას. თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული აქვთ კონკრეტულ ადამიანებს, რომ იქნებ როგორმე პარტიიდან გავრიცხო. ეს არ არის ჩემი საქმე, ეს მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ხალხის, ქვეყნის მომავალი და კონკრეტული ადამიანები დროს რომ კარგავენ ამ ლაილაიში, ვწუხვარ ამის გამო.

[...] ადეიშვილის მოადგილე იყო თავად კონკრეტული ადამიანი, მე თვალით არ მყავს ნანახი. ხაბეიშვილზე თქვა, რომ ადეიშვილი დგას მის უკანო და ამას ამბობდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ადეიშვილმა სამ თანამდებობაზე რომ დანიშნა, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ჩემთვის უცნაურია. საზოგადოება ამ ტყუილს არ მიიღებს, ვერ მიიღებს და ვწუხვარ ამის გამო. არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას, რომელმაც თქვა, რომ კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი სრულად ფლობენ ენმ-ის მართვის ბერკეტებს. 

კომენტარები