უკრაინული მარცვლეული

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შესაძლოა გახანგრძლივდეს

REUTERS/Mehmet Emin Caliskan

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის თქმით, უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს ოფიციალური პირების მოლაპარაკებების შემდეგ, შესაძლოა, მხარეები შავი ზღვის მარცვლეულის პაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

"[მხარეები] უახლოვდებიან შეთანხმებას მარცვლეულის პაქტის ვადის გახანგრძლივებაზე". - თქვა აკარმა თავდაცვის სამინისტროს მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სააგენტო, Reuters-ი წერს, სტამბოლში ორდღიანი მოლაპარაკებები რუსეთის გახანგრძლივებაზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.

"ვფიქრობ, გარიგება 60 დღით გაგრძელდება, მაგრამ რუსეთი შეიძლება ამას ბოლოჯერ დათანხმდეს". - განუცხადა მოლაპარაკებებში ჩართულმა წყარომ რუსულ სამთავრობო მედია TACC-ს.

მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება 18 მაისს დასრულდება და მოლაპარაკებები მის გახანგრძლივებას ისახავს მიზნად.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრება.

კომენტარები