ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 11 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 1.64 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.98 თეთრით. 11 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5458 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7805 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.58 ლარია, ხოლო ევროსი - 2.83 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.54 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.79 ლარად.

10 მაისის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტიც შემცირდება. სებ-ის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5% იქნება. აქამდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი 11% იყო.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სებ-მა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო.

კომენტარები