ლარის კურსი

რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემდეგ, ლარი გაუფასურდა

რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემდეგ, ლარი დოლართან მიმართებით 4.64 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.77 თეთრით. 10 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5294 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7707 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.65 ლარია, ხოლო ევროსი - 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.61 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.88 ლარად.

10 მაისის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტიც შემცირდება.

სებ-ის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5% იქნება. აქამდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი 11% იყო.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სებ-მა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო.

კომენტარები