ქართული ოცნება

პრემიერი: ჩვენი ქვეყნის 90% იზიარებს კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს

მე არასოდეს არ მითქვამს, რომ მე მხოლოდ უმრავლესობის პრემიერმინისტრი ვარ. მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი. მე ვთქვი მთავარი - თქვენ თუ დაიზეპირეთ ჩემი გამოსვლა, შეგიძლიათ, რომ ფაქტები მოუყვეთ საზოგადოებას. მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. 

ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით, ჩემო ძვირფასო. უფრო მეტიც - ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ამ ქვეყანაში. მაგრამ, მე ვთქვი მთავარი - ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, 90% იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ყველანი დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეს არის ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. მე ამაზე მაქვს საუბარი. 

თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში? იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით? ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი - ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ...

ამბობს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი. "არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას და არ დავუშვებთ მათ ძალადობას უმრავლესობაზე". - თქვა ღარიბაშვილმა უნგრეთში, კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები