რუსი პროპაგანდისტის, ზახარ პრილეპინის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულ პირს, ალექსანდრ პერმიაკოვს რუსეთში ორი თვის ვადით წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
"პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით, ავტომანქანის აფეთქებაში ბრალდებულ ალექსანდრე პერმიაკოვს, რომელშიც იმყოფებოდა ზახარ პრილეპინი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა". - ნათქვამია ანგარიშში.
პერმიაკოვს ბრალი ტერორისტული აქტისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო გადატანის მუხლებით წარუდგინეს.
მანქანა, რომლითაც რუსი პროპაგანდისტი, ზახარ პრილეპინი გადაადგილდებოდა, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში 6 მაისს ააფეთქეს.
წინასწარი ინფორმაციით, ზახარ პრილეპინი მძიმედ დაშავდა, მისი მძღოლი კი ადგილზე გარდაიცვალა.
მისი წარმომადგენლების ინფორმაციით კი პროპაგანდისტის მდგომარეობა სტაბილურია. პრილეპინი ოკუპირებული დონბასიდან მოსკოვში ბრუნდებოდა.
პრილეპინი ცნობილი რუსი მწერალი, პროპაგანდისტია, რომელიც 2014 წლიდან მხარს უკრაინის ოკუპაციას და აქტიურად ეწევა ომის მხარდაჭერას.
იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ პრილეპინმა "ეროვნულ გვარდიასთან შეთანხმება დადო" და "უკრაინაში საბრძოლველად" წავიდა.





