მინდა, ბატონ ლევან იოსელიანს ვთხოვო, როგორც სახალხო დამცველი ერთხელ შევიდეს და ბავშვი მოინახულოს. მხოლოდ მისი თანაშემწეების შესვლით მე არ ვკმაყოფილდები. ასეთი რაღაც გავიგე და მითხრეს, რომ უშუალოდ მიმართვა უნდაო და მე მგონი, ასეთ საქმეზე ბატონ სახალხო დამცველს ჩემი თქმა არ სჭირდება, რომ შევიდეს და მოინახულოს, ეს თავადვე უნდა უნდოდეს. არ მინდა, რაღაცები ვასწავლო და მივუთითო. მე მგონი, უნდა მივიდეს და ბავშვი ნახოს. საჭიროა, შევიდეს, მოინახულოს, თვითონ ჰკითხოს, ბავშვი როგორ არის, შემდეგ გამოვიდეს და მოგვახსენოს. იმიტომ, რომ მე არ ვარ დარწმუნებული ადმინისტრაცია იმ ბავშვს ვისთან ერთად ჩასვამს, როგორი ფსიქოლოგიური ზეწოლა ექნება. ლაზარე ცოტა გამხდარიც მეჩვენება.
ლაზარე გრიგორიადისის საქმე
გრიგორიადისის მამა: სახალხო დამცველს ვთხოვ, შევიდეს და ლაზარე პირადად მოინახულოს
tbl.ge/6d33
დაკოპირდა

თქვა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა TV პირველის ეთერში.
საქართველოს სახალხო დამცველილევან იოსელიანილაზარე გრიგორიადისილაზარე გრიგორიადისის საქმელაზარე გრიგორიადისის მამაბექა გრიგორიადისი
ამავე თემაზე
- გრიგორიადისი ხელისუფლების განცხადებებზე: განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს, მიჩვეული ხარ
- გრიგორიადისის ბაბუა: ვერ გადმოგცემთ, ისეთ ემოციებში ვარ, ძალიან გახარებული
- გრიგორიადისი: ბრძოლა გრძელდება, შევხვდებით აქციებზე
- ადვოკატი: დიდი ალბათობით, ლაზარე ციხეს დღეს დატოვებს
- ლაზარეს ადვოკატის თქმით, სასამართლო 14-დღიან ვადას პროცესის გაჭიანურების მიზნით იყენებს